პრიალა გასაჭიმი ჭერები საინტერესო დიზაინით გამოირჩევა. ის მდიდარია ფერთა გამით. მას ახასიათებს სარკისებრი არეკვლა. ამ ტიპის ჭერების გამოყენება ქმნის ვრცელი ფართის ეფექტს, ოთახს უფრო დიდსა და მაღალს წარმოაჩენს, რაც შედარებით დაბალჭერიანი ბინებისთვის მნიშვნელოვანია. აგრეთვე პრიალა ჭერის მქონე ოთახი ბევრად უფრო ნათელია და, შესაბამისად, სანათების ნაკლები რაოდენობის გამოყენებაა საჭირო.
გასაჭიმი ჭერისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს არსებული ხარვეზის გასწორება, რადგან პრიალა ჭერი დაფარავს ყველა შესაძლო ნაკლს და უზრუნველყოფს იდეალურ სისწორეს. ზედაპირი არ იზიდავს მტვერსა და ჭუჭყს, აგრეთვე კარგი გამოსაყენებელია სააბაზანოსა თუ სამზარეულოში, რადგან მატერიაზე უარყოფითად არ აისახება მაღალი ან დაბალი ტემპერატურა. არის ადვილად მოსავლელი და ეკოლოგიურად სუფთა.